საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს (9.06.2021)
გადაწყვეტილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხისუზრუნველყოფის სამსახურისარჩევნების გამოცხადების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ადგენს:
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - "ფაკულტეტი") ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.
 - კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 14 ივნისის 11:00 საათიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №207.
 - კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2020 წლის 21 ივნისი, 16:00 საათი.
 - არჩევნები ჩატარდეს 2020 წლის 24 ივნისს, 16.00 საათზე ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ღია კენჭისყრით.
 - არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ასოცირებულ პროფესორებს.
 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
 
ა. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე.
ბ. ავტობიოგრაფია (CV);                                 
გ. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა.
დ. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მას ეს ცნობა არ აქვს წარმოდგებილი თსუ  პერსონალის მართვისდეპარტამენტში).